წეღან ვუყურე იმედზე რეკლამას, 4 აპრილს უნდა იყოს თუ არ ვცდები, გადაცემა "ოჩოს ქოხი" მოკლედ გეტყვით გადაცემა არის ნადირობაზე... ჯერ გადაცემა არ ყოფილა, მაგრამ რეკლამაში იყო საშინელი კადრები, სოროში დამალულ მაჩვს გარედან ჯოხებს უთხრიან, რომ გამოიყვანონ და შემდეგ მელიას ანახებენ იღრინება... ნუ მოკლედ რაღაც სადისტურ-დედამოტჱნულური გადაცემა მზადდება. 4შია პრემიერა და ძალიან გული მწყდება იმაზე, რომ თუ ნორმალურ ქვეყნებში ზრუნავენ, ცხოველთა დაცვაზე და გარემოს დაცვაზე (ფაქტია, რომ განვითარებული ქვეყნები მიხვდნენ ამას) საქართველოში ჯერ არ შემოუღწევია ამ სხივს, შემოუღწევია კიარა იმდღეს მელიის ქურქით იჯდა პროფილში ქართველების სათაყვანებელი მსახიობი, რომელსაც ვარსკვლავი გაუხსნეს. ამის წინააღმდეგ ვერაფერს მოიმოქმედებ, რადგან საქართველოში ცხოვრობ, თუმცა მინდოდა თქვენც გაგეგოთ "ოჩოს ქოხზე" სურათები ან ვიდეოები ვერ მოვნახე ინტერნეტში, რომ დამედო, მაგრამ რა აზრი აქვს მაინც.
Friday, April 3, 2009
ოჩოს ქოხი
Posted by
Anonymous
at
13:22
2
კომენტარი
Monday, February 16, 2009
karavi.ge–ს დასუფთავების აქცია
ფორუმ karavi.ge–ს მონაწილეებმა, გუშინ მაშტაბური აქცია ჩაატარეს – ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია გაასუფთავეს არაორგანული ნაგვისგან.
აქციის ორგანიზატორის ცნობით, აქციაში 45 userი მონაწილებდა და დაგროვდა 170მდე ტომარა ნაგავი.
ტომრები სპეციალურად დაქირავებულ ნაგვის მანქანას გაატანეს.
სამწუხაროდ ნაგვის ურნები ამ ტერიტორიაზე, სადაც ყოველდღიურად უამრავი userი ადის, საერთოდ არ არის. მხოლოდ 2 დიდი ურნა დგას ჭიშკრიდან 10 მეტრში. 

ბმული
Posted by
Jenny
at
08:12
3
კომენტარი
Saturday, February 14, 2009
დასუფთავება
გუშინ მომწერა ერთმა userმა karavi.ge–დან, რომ ხვალ, კვირას, 15 იანვარს მიდიან ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასასუფთავებლად და მსურველებს შეგვიძლია შევუერთდეთ.
იკრიბებიან 9:45ზე სამთო ქიმიასთან. თან უნდა ვიქონიოთ ხელთათმანები, წყალი, საგზალი, სველი და მშრალი ხელსახოცები (ხელების გასაწმენდად :P)
ბმული 

Posted by
Jenny
at
05:08
3
კომენტარი
Friday, November 14, 2008
გამოვკვებოთ ცხოველები 2
ჰა აბა როდის გავიმეოროთ?
გავითვალისწინოთ ამინდი
მოვიფიქროთ უბანი
Posted by
Jenny
at
15:50
14
კომენტარი
თემები აქცია, დედამიწა, უსახლკარო ცხოველები
Thursday, October 2, 2008
ფულის ღორები
ჩემა ახლობელამ ლეკვი იყიდა. მიიყვანა ერთ-ერთ ვეტექიმთნ
ფულის გამო ექიმა უთხარ, ცერე თითები რომ აქვს ძაღლს კოჭების ზევით მაგი უნდა მოვაჭრათო და დაგიჯდება 100 ლარიო
განა შეიძლება ასე აწამო ცხოველი
Posted by
civciva
at
14:54
8
კომენტარი
Tuesday, September 23, 2008
ფორუმის ტყე
თბილისის ფორუმზე გაიხსნა თემა ”ფორუმის ტყე”.
ინიციატივიანი ადამიანები აპირებენ თითო-ოროლა ნერგის ყიდვას და სადმე თბილისის მახლობლად ერთად დარგვას.
შემდეგ ამ ნარგავებს მოვუვლით და ჩვენი პატარა ტყე გვექნება.
თემის ავტორის ციტატა:
2003 წელს გადავწყვიტე ხე დამერგო, მაგრამ დღეს უკვე 2008-არის და ოცნება ოცნებად რჩება, არადა უკვე 5 წლის იქნებოდა ჩემი ხე......
ჩემი იდეა მდგომარეობს შემდეგში: მოდით ვიყიდოთ თითო ნერგი და სადმე დავრგოთ, ჩვენ ხეებს კი ჩვენი ნიკები დავარქვათ.
და თბილისში იქნება "ფორუმის ტყე" სადაც მივალთ ხოლმე და თუ მართლა ბევრი დარგავს, მაშინ მართლაც მიეცეს ტყის ეფექტი......
რავიცი არ უნდა იყოს განუხორციელებელი და რთული მისია...
ახლა რა მაინტერესებს ამ განყოფილების მცოდნეებისგან,
სად იყიდება კარგი ნერგები და შემოდგომის რომელი პერიოდია ყველაზე ხელსაყრელი ნერგის გახარებისთვის?
და კიდევ რაიმე იდეა თუ გაქვთ სავარაუდოდ სად შეიძლება თბილისში ამ ნარგავებისთვის ადგილის მოძებნა?!
შეგიძლიათ ნებისმიერი შემოგვიერთდეთ.
უკვე 46 ადამიანმა გამოთქვა სურვილი.
შენ შემდეგი ხარ ;) ..
Posted by
Sweet
at
12:05
3
კომენტარი
თემები აქცია, გადავარჩინოთ, ეკოლოგია, კარგი ამბები
ეკო-მარკირება
Der Grune Punkt
”მწვანე ბეჭედი”
მეორადი გადამუშავების ნიშანი
”არ დაანაგვიანოთ!”
ავსტრალიის ეკოლოგიური ნიშანი
დამატებითი ინფორმაცია მიმაგრებულ ფაილში (PDF):
მიმაგრებული ფაილი ..
Posted by
Sweet
at
11:24
0
კომენტარი
თემები დედამიწა, ეკოლოგია, სასარგებლო ინფორმაცია
