Sunday, May 11, 2008

...გაიღვიძე დედამიწა(ვ)


უფრო სწორად ჩვენ : ) დროა უკვე...
თან მგონი ძნ დიდი პაუზა გამოგვივა
(7 დღე + დაახლ. 7, თან დღეს კვირაა და რადგან სამუშაო დღეებში ყველას არ გვეცლება, ისევ ვიქენდებს უნდა დაველოდოთ) იმედია რამე ახალი იდეები მოგეპოვებათ, მაგრამ 2ს მეც შემოგთავაზებთ:
1) გამწვანება;
2) ახალი სანაგვე ურნები (ამ წურას მომაფიქრდა :user: )
ხო, ეხა ვეცდები ცოტა დავკონკრეტდე, მამენტ მეც მაინტერესებს : )
1) გაწვანება – ანუ რომ შევიძინოთ რამდენიმე ნერგი / ბალახის თეს%ი / ბუჩქი, ან რამე მსგავსი, თუ ძნ ძვირი არ ეღირება, რათქმაუნდა (ფლორა და ფაუნაში დაგვაკვალიანებენ იმედია) ხოდა დავრგათ სადმე. ყოველდღიური მოვლა მგონი არ უნდა, კვირაში ან ორკვირაში ერთხელ კი მივაკითხავთ და დამატებით ვუზამთ ხოლმე რამეს: მორწყვა, მიწის გაფხვიერება, ზღაპრების წაკითხვა, etc.
2) ხო ურნნები... მოკლედ ვყიდულობთ ალьუმინის ვედროებს, აი ჩვეულებრივი ვედროები რომაა და დავამაგროთ "შტატივებზე", თუ რაცქვია... პატარა რკინის მილები დაგვჭირდება და ფირფიტა დასადგამად + ე.წ. "სვარკა", ნუ შედუღება. არა მგონია ამაში ბევრი აიღოს შემდუღებელმა : ) ხოდა შევღებოთ ეს ურნები ნათელ ფერებში, შესამჩნევი რომ იყოს და ჩაგდება რომ მოგინდეს ადამიანს : ) და მთავარი: სადაც ეს ურნები დაიდგმება, იქ დგება ორი დედამიწელი (ანუ ჩვენ :ტან:
) და ერთერთი გამვლელს აძლევს რამე ნაგავს – ქაღალდის ნაგლეჯი, ლურსმანი, ანტიკვარული ნივთი ნუ რამე ნაგავს
და აძლევს პატარა დავალებასავით რომ ჩააგდოს ურნაში, რომელიც იქვე იქნება. ხოდა როცა ეს ჩვენი საცდელი ობიექტი ჩააგდებს ნაგავს – მეორე დედამიწელი დაასაჩუქრებს მას (ამაზე ჯერ არ მიფიქრია... კევი, კოცნა, ორკაციანი საგზური ტიბეტში, მოკლედ რამე მცირედი, მაგრამ სასიამოვნო) ნუ 10–15 კაცთან მაინც იმედია გამოგვივა : )
და იმედია ურნებს არ მოიპარავენ, ან მოიპარონ რევიც, ოღონდ ნაგავი ჩაყარონ შიგნით და ჯართში ნუ ჩააბარებენ : )
ხოდა რევიც, any ideas?












პ.ს. ესაა ძმაო იმპრესიონიზმი :boli:

..

Monday, May 5, 2008

გამოვკვებოთ ცხოველები – რეზიუმე

დღეს იყო ისტორიული დღე – დედამიწელების პირველი "ღონისძიება".Jumping Smilie Faces

და იყო ძლიერი ძლიერი წვიმა.


მმმ და მოკლედ ძალიან საამაყო დედამიწელები ხართ რომ მიუხედავად ასეთი ამინდისა მაინც ვიარეთ და ვეძებეთ ცუგოები.
და ვინც ვერ წამოვიდა არაუშავს კიდე შევიკრიბოთ ოღონდ მზიან ამინდში, რადგან დღეს ცოტა არ იყოს გაგვიჭირდა ცხოველების მოძებნა.

იმედია არავინ არ გაცივდებით..




..