Wednesday, April 30, 2008

გამოვკვებოთ ცხოველები – ორგანიზება

მკლედ иттенმა საკაიფოდ ჩამოაყალიბა ძირითადი პუნქტები და ამ ცალკე ტოპიკში მოვიფიქროთ ყველაფერი :tan:

1. იმათი სია, ვისაც უნდა მონაწილეობის მიღება (მონაწილეობისთვის არ არის აუცილებელი დედამიწელი იყო ან გახდე)
ამჟამად:
1.utvino
2.მარი
3.иттен
4.Jenny
5.მეგუნა
6.მელია
7.beloved

2.როდის?
კომენტარებში მივუთითოთ ვის რომელ დღეებში გვცალია :tan:
ორშაბათს (5მაისს) სოკოსთან თამარ მეфის გზაჯვარედინზეროა

3. სად? რომელ უბანში? პრობლემა ის არის რომ "ტრასიან" ქუჩებზე ცხოველები ნაკლებად არიან, უფრო უბნების სიღრმეში, ანუ მგონი მოგვიწევს კორპუსების ეზოებში სიარული. არა? ამიტომ კარგი იქნება თუ ვინმე თავის უბანს გაუწევს რეკომენდაციას, რავი..

4. საკვები. ნუ სოსისის და კილოგრამობით რომ იყიდება – იმ საკვების გარდა თუ გაქვთ კიდე რამე იდეა – კომენტარების გრაფა სულმოუთქმელად გელით! საკვებს – არჩეული უბნის ზოომაღაზიაში შევიძენთ, და სოსისსაც იქვე სასურსათო მაღაზიაში, არა? თუ შემოგვაკლდა და ცუგოები არ თავდებიან სხვა სასურსათო მაღაზიაში შევავსებთ მარაგს. ბიუჯეტიც თითო მოხალისეზე 3გელა მოვა წესით მაქს. არა? გააჩნია რამდენნი ვიქნებით.

5. პრობლემები. ნუ მოსახლეობის მხრიდან არამგონია რამე სირთულეს წავაწყდეთ. შეიძლება ცუგოები აგვეკიდონ ან არ შეჭამონ.
სხვა?

..

Monday, April 28, 2008

მწვანე ჩანთის კრახი

გუშინწინ ვიყიდე მწვანე ჩანთა.
დღეს გადავწყვიტე საყიდლებზე წავსულიყავი, მაგრამ ჩემდა სასირცხვილოდ ვერ გავთვალე, რომ ეს მწვანე ჩანთა პატარაა და არ ეყოფა ჩემს 2-მეტრიან სიას.
გამევსო და ისე დამძიმდა, რომ დანარჩენი პროდუქტების წაღებამ სახლში მაინც პოლიეთილენის პარკით მომიწია.
მივდიოდი ქუცაში ცალ ხელში ეკოლოგიურად სუფთა მწვანე ჩანთით და მეორე ხელში უშნო პოლიეთილენის პარკებით დამძიმებული. ძალიან შემრცხვა :(
ასე რომ, ხალხნო, იყიდეთ 2 ცალი მწვანე ჩანთა!!!
მე ამ დღეებში ისევ გუდვილში მივდივარ. :)

Type rest of the post here

..

წყალი

წყალი – ბიოსფეროში ყველაზე გავრცელებული ნივთიერებაა.
ის წარმოადგენს ორი ატომი წყალგადისა და ერთი ატომი ჟანგბადის ნაერთს, ოქსიდს
(H2O). წყალი აუცილებელია ყველა ცოცხალი ორგანიზმის ნორმალური ცხოველქმედებისათვის, იშვიათი გამონაკლისების გარდა.
წყალი შედის საკვები პროდუქტების შემადგენლობაში, თუმცა მისი მიღება თხევად მდგომარეობაში დღის განმავლობაში აუცილებელია დაახლ. 3 ლიტრის ოდენობით (მგონი :user: )
დედამიწაზე 1400 მილიარდი მ³ წყალი გვხვდება, თუმცა, სასმელად მხოლოდ მტკნარი წყალი გამოიყენება, რადგან მასში გაცილებით ცოტაა მინერალური ნივთიერებები და სხვადასხვა მინარევები. მტკნარი წყლის რაოდენობა გაცილებით მცირეა, ამიტომ გვმართებს მისი ეკონომიურად მოხმარება. რა შეიძლება გაკეთდეს...
ნუ დავიწყოთ ყველაზე მარტივიდან: ავიღოთ თუნდაც კბილების გამოხეხვის პროცესი : ) როდესაც ვიხეხავთ კბილებს – შეგვიძლია დავკეტოთ ონკანი. ვიცი უმნიშვნელოა, მაგრამ ასე ერთ გახეხვაზე დაახლ. 0,5 ლიტრი მტკნარი წყლის ეკონომიას გავაკეთებთ. ანუ დღეში დაახლ. ერთი ლიტრის... თუ ვივარუდებთ იმასაც, რომ დეამიწაზე 6 მლრდ. ადამიანიდან 2 მლრდ. მაინც იხეხავს დღე–ღამეში კბილებს, პოტენციურად დაიზოგება 2 მლრდ. ლიტრი სასმელი წყალი... არაა მგონი ცოტა : ) მარტივი გათვლებით ადამინს მხოლოდ ამ პროცედურით შეუძლია დაზოგოს შეუძლია 21900 ლიტრი წყალი : )
ნუ ეს ყველაზე ელემენტარულია ალბათ, ყოველშემთხვევაში იდეისთვის მადლობა ერთერთ საბავშვო ტელეარხს : )


















პ.ს. ხომ არ იცით ქალაქში რომ შადრევნებია, მტკნარი წლით ხომ არ მარაგდება? :spy:
ნუ დიდებს ხზ რას ვუზამთ, მაგრამ ე.წ. სასმელი შადრევნები რომაა 60–70% წყალი ტუილად მოდის და ურიგო არ იქნებოდა მერიაში მიმართვა შეგვეტანა, რომ ონკანები დაუყენონ : )

Any Ideas?

..

Sunday, April 27, 2008

გამოვკვებოთ ცხოველები

დიდი ხანია მაქვს ეს იდეა, რომ შევიძინოთ რაღაც ოდენობის სოსისი და ძაღლის/კატის საკვები, შემდეგ გავიაროთ ქუჩებში, მოვძებნოთ ცხოველები და გამოვკვებოთ ისინი.

ახლა ჩვენი თანადედამიწელი – მელიას ბლოგზე რომ შევედი, წავიკითხე ისტორია დასუსტებულ ცუგოზე და ვიფიქრე, იქნებ შევიკრიბოთ და ცოტა მასობრივი ხასიათი მივცეთ ამ ყველაფერს.

ეს წინადადება ასევე წამოვაყენე წინა კვირას, როცა შევხვდი ადამიანებს, რომლებსაც უპატრონო ცხოველთა პრობლემის გადაჭრა სურთ. თუმცა მათი მიზანი მასობრივი სტერილიზაცია და ევთანაზიაა, და ჩემი შემოთავაზება კატეგორიულად უარყვეს.

მოკლედ რას ფიქრობთ ამაზე? ძვირი არ დაჯდება. 1 სოსისი 35–40 თეთრი ღირს, სპეციალური საკვები კი კილო 2–3 ლარი.

მოდით ერთად დავხვეწოთ ეს იდეა. და იქნებ პერმანენტული ხასიათიც მიიღოს :)

..

Wednesday, April 23, 2008

video dedamicaze

dedamicis dges dagvianebit gilocavt. gtavazobt animacias, romelic asaxavs tu ratom aris aucilebeli erti dgit mainc sakutar saqciels davufikrdet da gavatvicnobierot rom arafrit ar ganvsxvavdebit chveulebrivi parazitebisagan. chemi azrit es video gacilebit ufro seriozulia vidre chans: http://www.aniboom.com/Player.aspx?v=1224

Type rest of the post here

..

Tuesday, April 22, 2008

დედამიწის დღე


მოგესალმებით ყველას, ვინც ამ ბლოგის წევრები ხართ ან თუნდაც უბრალოდკითხულობთ ამ ბლოგს. მინდა ყველას მოგილოცოთ 22 აპრილი, დედამიწის საერთაშორისო დღე და გისურვოთ რომ არ დაეკარგოს, არასოდეს, ის სილამაზე რაც გააჩნია. ეს პლანეტა მართლაც
რომ უნიჭიერესი მხატვრის უდიდეს ნაშრომს წარმოადგენს, ის სავსეა ულამაზესი ფერებითა და ულამაზესი პეიზაჟებით. ზოგისთვის დედამიწა უბრალოდ საცხოვრებელია, მაგრამ ეს ასე არ არის, დედამიწა არის ათასი საიდუმლოთი მოცული დიადი ქმნილება რომელზე მოხვედრაც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ასე რომ გიხაროდეთ, თქვენ შეგიძლიათ დედამიწა
ნახოთ და ნუ დაკარგავთ დროს, ჩვენი სიცოცხლე დედამიწაზე პატარაა და რთულია ყველა წერტილის ნახვა. გილოცავთ კიდევ ერთხელ და გთხოვთ რომ გავუფრთხილდეთ ამ
ულამაზეს პლანეტას.



..

Monday, April 21, 2008

უსახლკარო ცხოველების პრობლემა

გუშინ თბილისის იპოდრომზე შედგა ენთუზიასტთა პირველი შეხვედრა. ერთობლივი მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ დაიწერება პროექტი, რომელიც გაეგზავნება სხვადასხვა უცხოურ საზოგადოებებს, რომლებიც შესაძლოა დაინტერესდნენ ჩვენი პრობლემით.

ენთუზიასტების მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ბევრ ძაღლს გაუკეთდეს სტერილიზაცია. ამით შემცირდება მათი მომდევნო თაობების რიცხვი.
ასევე იგეგმება ავადმოფი ძაღლების ევთანაზია.


რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

..

Sunday, April 13, 2008

მწვანე ჩანთა

წელს მსოფლიო მაშტაბით პროდუქტების მრავალჯერადი ჩანთების აქცია ტარდება, რითიც ხელი ეწყობა პოლიეთილენის ცელოფნების ნაკლებად გამოყენებას.
სასიამოვნოდ გამიკვირდა რომ საქართველოც მონაწილეობს ამ აქციაში. ეს ჩანთა "Goodville"–ში შევიძინე 4 ლარად. აწი ყოველთვის რუკზაკში მედება და შევეცდები შევამცირო ერთჯერადი ცელოფნების ხარჯვა მაღაზიებში.

რას ფიქრობთ ან რა გსმენიათ ამ აქციის შესახებ?

..

Saturday, April 12, 2008

დაეხმარეთ მათ


არავინ არ არის ისეთი საცოდავი, როგორც უპატრონო ცხოველი. ადამიანი, თუნდაც უპატრონო, ყოველთვის მოძებნის გზას რათა თავი გადაირჩინოს.
მას შეუძლია ითხოვოს, თუნდაც, დახმარება და მოწყალება, სხვა ადამიანებისგან. შეუძლია იმუშაოს და ასე იშოვოს სარჩო. ცხოველებს არც შრომა და არც მოწყალების თხოვნა შეუძლიათ. ისინი დამოკიდებულები არიან ადამიანების შეგნებასა და გულმოწყალებაზე. ნუ იქნები შეუგნებელი და ნუ გაწირავ მათ, რომლებიც ცდილობენ მუდამ დაგვეხმარონ, გაგვამხიარულონ და დაგვიცვან, სიცოცხლის ფასადაც კი. მათ ადამიანებისგან ბევრი არაფერი ჭირდებათ, ისინი ადამიანებისგან სითბოსა და საკვებს ითხოვენ მხოლოდ. ნუ დატოვებთ მათ მარტო და ნუ გაწირავთ მათ მუდმივი შიმშილის, ტკივილის, სიცივის, ტანჯვისა და სიკვდილისთვის. ისინი ადამიანთან ერთად შეიქმნდენ და ადამიანი ვალდებულია იზრუნოს მათზე. ნუ გგონიათ, რომ მათ გრძნობები არ აქვთ, ისინი ხშირად ტირიან, შეიძლება ეს ადამიანებმა ვერც დაინახონ ან არ დაინახონ, მაგრამ დამიჯერეთ ძალიან ცოტაა საჭირო მათი გულების გასახარებლად და მათთვის ცხოვრების შესაცვლელად. ნუ დაივიწყებთ მათ, რადგან მათ მუდამ ახსოვხართ თქვენ...

http://forum.ge/?f=72&showtopic=33839950



..

ავაშენოთ თავშესაფარი!

თბილისის ფორუმზე ( forum.ge ) ვისაც ჩვენი უსახლკარო ცხოველების ბედი აწუხებს, საერთო ძალებით თავშესაფრის აშენებას განიხილავენ.
ამ ლინკით გადახვალთ თემაში, სადაც შესაძლოა თქვენი თანამოაზრე აღმოაჩინოთ და შეძლებთ შეუერთდეთ ენთუზიასტებს :)
დავეხმაროთ უპატრონო ცხოველებს

..

Thursday, April 3, 2008

Let's Be Positive!

ბევრი ადამიანი საინტერესო ბმულებს მაწვდის. დიდი მადლობა ყველას! რაც დედამიწის თემატიკას შეესაბამება გამოვაქვეყნებ უახლოეს მომავალში.

კიდევ ერთი საკითხი: ძირითადად ეკოლოგიის ან ფლორა/ფაუნის დაცვისადმი მიძღვნილი პორტალები ნეგატიური ხასიათისაა. გიწევს ფსიქოლოგიურად მოემზადო სანამ რომელიმე მათგანზე შეხვალ, რადგან 10 დან 8 ინფორმაცია "ცუდი ამბებია".

მოდით შევეცადოთ დედამიწაზე პოზიტივი–ოპტიმიზმი შევინარჩუნოთ! :) ამაში განტვირთვის თემებიც დაგვეხმარება.

ეს ნახატები Iggyმ მომაწოდა. ამ მხატვარს ალბათ უმეტესობა დედამიწელის "ოცნების სახლი" ფურცელზე გადმოაქ. მადლობა Iggy :)







..