Saturday, March 29, 2008

დედამიწის საათი – საღამოს 8–დან 9–მდე.

2007 წელს, 2.2 მილიონმა ადამიანმა ავსტრალიაში, ერთი საათით გამორთო ელექტრო ენერგია. ამ ერთობლივმა მცდელობამ შეამცირა სიდნეის ელექტროენერგიის გამოყენება 10.2% -ით, რაც უდრის ერთი საათით 48,000 მანქანით ნაკლებობას ქუჩაში.

წელს აქცია "დედამიწის საათი" მთელი მსოფლიოს მაშტაბით ტარდება. 29 მარტს, ადგილობრივი დროით საღამოს 8–დან 9–მდე გამორთე ყველანაირი ელექტრო მოწყობილობა.

გახსოვდეს, ერთ ნათურასაც ბევრის შეცვლა შეუძლია!

..

სელაპებზე ნადირობა კანადაში




Human Society International დიდი ხანია იბრძვის კანადაში სელაპებზე ნადირობის შესაჩერებლად. პეტიციები, აქციები – ყველაფერი ისევ ფუჭი აღმოჩნდა.
დღეს დილით გაიხსნა ყოველწლიური ნადირობის სეზონი პატარა (baby) სელაპებზე. კანადის მთავრობამ არ დაუშვა ჟურნალისტები და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები, თვალყური ედევნებინათ ნადირობისთვის.
ოთხი წლის მანძილზე Human Society International, პროექტით ProtectSeals ყველანაირად ხელს უშლის მონადირეებს და ჰოსპიტალიზირებას უწევს გადარჩენილ, მაგრამ დაშავებულ ცხოველებს. სელაპებზე მონადირეებიც თავის მხრივ აზიანებენ მათ ავტომობილებს, გემებსა და ბანაკებს.
დღესდღეობით, ეს ორგანიზაცია გვთხოვს თანხის გადარიცხვას, რათა შეძლონ პროექტი ProtectSeals გაგრძელება.

მომდევნო კვირებში, 275 000 სელაპი იქნება მოკლული.

ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო, თუ გყოფნით ნერვები – CRUEL SEAL HUNT

..

Thursday, March 27, 2008

პროფესიები


პროფესიები, რომლებითაც დაიცავ ბუნებას:

Conservation Scientists – ორგანიზებას უწევენ ბუნებრივი რესურსების გამოყენებას, მაგ. წყლის. ცდილობენ შექმნან ისეთი პროგრამები, სადაც რესურსი პროდუქტიულიც იქნება და დაცულიც, ანუ ცდილობენ ბალანსის შენარჩუნებას.

Environmental Scientists - იკვლევენ ან ცდილობენ გადაწყვიტონ იმ თემატიკის პრობლემები, რაც მათ აინტერესებთ. მაგ. რა გავლენას ახდენს ესა თუ ის ქიმიური ნივთიერება ზღვის სამყაროზე, როგორ აღვადგინოთ გაუდაბნოებული მიდამოები და ა.შ.

Environmental Inspectors – არიან როგორც მეცნიერები, ისე კანონის დამცველნი. აკონტროლებენ ქარხნებს, სამშენებლო და ელექტრო კომპანიებს, რომ დაიცვან გარემო და მოსახლეობის ჯანმრთელობა. ისინი ამოწმებენ წყალს, ჰაერს და ქვიშას და დაბინძურების შემთხვევაში ატყობინებენ შესაბამის სტრუქტურებს.



Park Rangers – იცავენ ბუნებრივ რესურსებს და ისტორიულ–კულტურულ მონუმენტებს. შეიძლება სხვადასხვა განხრით სპეციალიზირება – პარკების ორგანიზება, გამონაბოლქვის მიზეზის შესწავლა, მოსახლეობისთვის გარემოს დაცვის აუცილებლობის ახსნა და ა.შ.

Foresters and Forestry Technicians - აკონტროლებენ ტყის ფლორა/ფაუნას და ბუნებრივ რესურსებს. Forestry Technicians ეხმარებიან მეტყევეებს და ასრულებენ ფიზიკურ სამუშაოებს.

Environmental Educators – იგივე ნატურალისტები, ასწავლიან ნებისმიერი ასაკის ადამიანს ბუნების შესახებ. ხშირად გაკვეთილები ბუნებაში გასვლისას, მეგობრულ გარემოში ტარდება.


წყარო:collegeboard

გაგრძელება იქნება :)

..

რუბრიკები

იგივე თემები.

ჯერჯერობით რაც მოვიფიქრე:

სასარგებლო ინფორმაცია – ამ რუბრიკაში იქნება ჩანაწერები ისეთ თემებზე, რაც სასურველია ვიცოდეთ გარემოს და ცხოველების დასაცავად.

იდეები – თუ გაქვს იდეა თუ როგორ შეიძლება გადავჭრათ რაიმე პრობლემა ან გავაუმჯობესოთ/გამოვასწოროთ – მოვათავსოთ ამ რუბრიკის ქვეშ;

აქცია – თემები დაგეგმილი აქციების შესახებ;

კარგი ამბები – აქ ვწერთ მიღწეული წარმატებების შესახებ;

ჩვენი გამოცდილება – ჩვენს მიერ განხორციელებული სასარგებლო ქმედებები ან ნანახი მასალა;

გადავარჩინოთ – ონლაინ აქციები, პეტიციები

უსახლკარო ცხოველები – მათი პრობლემები, ფოტოები

creative – ნახატები, ლოზუნგები, პოსტერები


~~~~~~~~~


თუ გაქვთ რამე წინადადება, მოხარული ვიქნები გავეცნო მათ კომენტარებში.

ასევე თუ დამეხმარებით creativeის ქართული შესატყვისის მოძებნაში – მადლობელი ვიქნები.

მხოლოდ ის რუბრიკები ჩანს, რომელშიც უკვე არის ჩანაწერი გაკეთებული

..

უსახლკარო ძაღლთა თავშესაფარი თბილისში

შარშან, TVს საშუალებით ცნობილი გახდა ნუცუბიძის პლატოზე, უსახლკარო ცხოველთა თავშესაფრის არსებობის შესახებ.

მოვინახულე ეს დაწესებულება და ჯიშიანი ძაღლების სიჭარბის გამო, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო ჩვეულებრივი "პიტომნიკი", ხოლო გატელევიზორების საშუალებით ვარაუდობდნენ სპონსორების მოზიდვას, რომლებიც ცხოველებს საკვებით უზრუნველყოფდნენ. ეს ხრიკი სავარაუდოდ მას შემდეგ მოუვიდათ აზრად, რაც ცნობილი გახდა რომ ქალბატონს, რომელიც 30 მდე ძაღლს თავისი ხარჯებით უვლის – უხვად ეხმარება ერთ–ერთი რძის პროდუქტების კომპანია.


სამწუხაროდ ეს მოსაზრება მხოლოდ ვარაუდის დონეზე დარჩა, რადგან დაგეგმილი განმეორებითი სტუმრობა "თავშესაფარში" და ყველაფერის გარკვევა განუხორციელებელი დარჩა.

საინტერესოა ახლა თუ არსებობს ეს დაწესებულება და რამდენად შევცდი ჩემს დასკვნებში.

თუ ხართ მსურველები – დავირაზმოთ :)




..

Plant More Trees



..