Friday, June 12, 2009

papiroflexia

..

Friday, June 5, 2009

ლეკვები


ლეკვები

..

ყველას გილოცავთ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს


დაიცავით ბუნება, ის თქვენ ნამდვილად დაგჭირდებათ.

..

Thursday, June 4, 2009

:))




გუშინდელი სურათებია :)

..

Wednesday, April 22, 2009

გილოცავთ!

დედამიწის დღეს ^^

..

Tuesday, April 14, 2009

ჩიტების დაპურება პარკებში

სახლში ყველას გვრჩება პური, რომელიც მერე ხმება და უმეტესწილად ნაგავში ვყრით ხოლმე.
ჰოდა, მაქვს ერთი პატარა იდეა. მოდით, იქით შაბათ-კვირამდე შევაგროვოთ ეს მორჩენილი პურის ნაჭრები
( უმჯობესია ჯერ კარგად გამოშრეს და შემდეგ შევინახოთ ქაღალდის ან პოლიეთილენის პარკში ) და შემდეგ, იქითა შაბათს ან კვირას სადმე შევიკრიბოთ. მერე წავიდეთ ვაკის, ალექსანდროვის და სხვა პარკებში და იქ მობინადრე ჩიტები დავაპუროთ :)))
აი, როგორც Home alone-ს ერთ-ერთ სერიაში აპურებს მტრედებს მოხუცი ქალი.
შეგვიძლია ამ ყველაფერს პერიოდული სახე მივცეთ.

აბა, რას იტყვით? ჯენ, მელია, ია და სხვებო?

..

Sunday, April 12, 2009

ცხოველების ვანდალური გამოყენება აქცაზე

მოკლედ კომენტარს ვერ ვუკეთებ ასეთ საზიზღრობას მეორეს არ ვიცი სად ნახავ, ფორუმზე ვნახე ეს თემა შემთხვევით მე არც ვიცოდი თემის ლინკი ნახეთ აქ

და აი სურათები :(((((((((((((((((((((((((((((((((((

მოკლედ გეტყვით რა ხდება, პრეზიდენტს, რომ შეეშინდა გორში იმდღეს სტაფილო გადაუყარეს და დღეს კიდე ბაჭიები გადაუყარეს რეზიდენციაში. აი ამის მომგონი ნუ ალბათ სურათზეც ჩანს. აი უკვე ფუუუ რა უაღრესად მარაზმია ეს ყველაფერი :( რომელი ევროპა და ამერიკა უნდათ ამის შემდეგ ფუ გული მერევა!

თემას რომ ნახავთ ბოლომდე წაკითხვას არ გირჩევთ თორემ ბევრი ფორუმელი შეგზიზღდებათ! ასეთი კომენტარების გამო

ვისაც ეგ ბაჭია თითოეული მომიტინგის სიცოცხლეზე მეტად ეძვირა

ვისაც ეგ ბაჭია დახოცილი ბიჭების სიცოცხლეზე მეტად ეძვირა

ვინაც ამ ბაჭიამდე სხვა აღსაშფოთებელი ვერაფერი იპოვა

ვისაც ჩახოხბილი და მაკდონალცის ჰამბურგერები უყვარს და ამ თემაში აღშფოთდა

ვისაც ელემენტარულად არცერთი მომიტინგე არ შესცოდებია იმ ყინვაში

ვისაცვისაც ვისაც

############################### ჩემგან მხურვალე სალამი ყველას


..

Friday, April 3, 2009

ოჩოს ქოხი

წეღან ვუყურე იმედზე რეკლამას, 4 აპრილს უნდა იყოს თუ არ ვცდები, გადაცემა "ოჩოს ქოხი" მოკლედ გეტყვით გადაცემა არის ნადირობაზე... ჯერ გადაცემა არ ყოფილა, მაგრამ რეკლამაში იყო საშინელი კადრები, სოროში დამალულ მაჩვს გარედან ჯოხებს უთხრიან, რომ გამოიყვანონ და შემდეგ მელიას ანახებენ იღრინება... ნუ მოკლედ რაღაც სადისტურ-დედამოტჱნულური გადაცემა მზადდება. 4შია პრემიერა და ძალიან გული მწყდება იმაზე, რომ თუ ნორმალურ ქვეყნებში ზრუნავენ, ცხოველთა დაცვაზე და გარემოს დაცვაზე (ფაქტია, რომ განვითარებული ქვეყნები მიხვდნენ ამას) საქართველოში ჯერ არ შემოუღწევია ამ სხივს, შემოუღწევია კიარა იმდღეს მელიის ქურქით იჯდა პროფილში ქართველების სათაყვანებელი მსახიობი, რომელსაც ვარსკვლავი გაუხსნეს. ამის წინააღმდეგ ვერაფერს მოიმოქმედებ, რადგან საქართველოში ცხოვრობ, თუმცა მინდოდა თქვენც გაგეგოთ "ოჩოს ქოხზე" სურათები ან ვიდეოები ვერ მოვნახე ინტერნეტში, რომ დამედო, მაგრამ რა აზრი აქვს მაინც.

..

Monday, February 16, 2009

karavi.ge–ს დასუფთავების აქცია

ფორუმ karavi.ge–ს მონაწილეებმა, გუშინ მაშტაბური აქცია ჩაატარეს – ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია გაასუფთავეს არაორგანული ნაგვისგან.

აქციის ორგანიზატორის ცნობით, აქციაში 45 userი მონაწილებდა და დაგროვდა 170მდე ტომარა ნაგავი.

ტომრები სპეციალურად დაქირავებულ ნაგვის მანქანას გაატანეს.

სამწუხაროდ ნაგვის ურნები ამ ტერიტორიაზე, სადაც ყოველდღიურად უამრავი userი ადის, საერთოდ არ არის. მხოლოდ 2 დიდი ურნა დგას ჭიშკრიდან 10 მეტრში.




ბმული

..

Saturday, February 14, 2009

დასუფთავება

გუშინ მომწერა ერთმა userმა karavi.ge–დან, რომ ხვალ, კვირას, 15 იანვარს მიდიან ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასასუფთავებლად და მსურველებს შეგვიძლია შევუერთდეთ.

იკრიბებიან 9:45ზე სამთო ქიმიასთან. თან უნდა ვიქონიოთ ხელთათმანები, წყალი, საგზალი, სველი და მშრალი ხელსახოცები (ხელების გასაწმენდად :P)

ბმული



..