Showing posts with label გადავარჩინოთ. Show all posts
Showing posts with label გადავარჩინოთ. Show all posts

Tuesday, September 23, 2008

ფორუმის ტყე

თბილისის ფორუმზე გაიხსნა თემა ”ფორუმის ტყე”.
ინიციატივიანი ადამიანები აპირებენ თითო-ოროლა ნერგის ყიდვას და სადმე თბილისის მახლობლად ერთად დარგვას.
შემდეგ ამ ნარგავებს მოვუვლით და ჩვენი პატარა ტყე გვექნება.
თემის ავტორის ციტატა:

2003 წელს გადავწყვიტე ხე დამერგო, მაგრამ დღეს უკვე 2008-არის და ოცნება ოცნებად რჩება, არადა უკვე 5 წლის იქნებოდა ჩემი ხე......

ჩემი იდეა მდგომარეობს შემდეგში: მოდით ვიყიდოთ თითო ნერგი და სადმე დავრგოთ, ჩვენ ხეებს კი ჩვენი ნიკები დავარქვათ.

და თბილისში იქნება "ფორუმის ტყე" სადაც მივალთ ხოლმე და თუ მართლა ბევრი დარგავს, მაშინ მართლაც მიეცეს ტყის ეფექტი......

რავიცი არ უნდა იყოს განუხორციელებელი და რთული მისია...

ახლა რა მაინტერესებს ამ განყოფილების მცოდნეებისგან,
სად იყიდება კარგი ნერგები და შემოდგომის რომელი პერიოდია ყველაზე ხელსაყრელი ნერგის გახარებისთვის?

და კიდევ რაიმე იდეა თუ გაქვთ სავარაუდოდ სად შეიძლება თბილისში ამ ნარგავებისთვის ადგილის მოძებნა?!


შეგიძლიათ ნებისმიერი შემოგვიერთდეთ.
უკვე 46 ადამიანმა გამოთქვა სურვილი.

შენ შემდეგი ხარ ;)

..

Saturday, March 29, 2008

სელაპებზე ნადირობა კანადაში




Human Society International დიდი ხანია იბრძვის კანადაში სელაპებზე ნადირობის შესაჩერებლად. პეტიციები, აქციები – ყველაფერი ისევ ფუჭი აღმოჩნდა.
დღეს დილით გაიხსნა ყოველწლიური ნადირობის სეზონი პატარა (baby) სელაპებზე. კანადის მთავრობამ არ დაუშვა ჟურნალისტები და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები, თვალყური ედევნებინათ ნადირობისთვის.
ოთხი წლის მანძილზე Human Society International, პროექტით ProtectSeals ყველანაირად ხელს უშლის მონადირეებს და ჰოსპიტალიზირებას უწევს გადარჩენილ, მაგრამ დაშავებულ ცხოველებს. სელაპებზე მონადირეებიც თავის მხრივ აზიანებენ მათ ავტომობილებს, გემებსა და ბანაკებს.
დღესდღეობით, ეს ორგანიზაცია გვთხოვს თანხის გადარიცხვას, რათა შეძლონ პროექტი ProtectSeals გაგრძელება.

მომდევნო კვირებში, 275 000 სელაპი იქნება მოკლული.

ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო, თუ გყოფნით ნერვები – CRUEL SEAL HUNT

..

Thursday, November 29, 2007

იაპონია ვეშაპებზე ნადირობს

18 ნოემბერს, იაპონიამ სანადირო ხომალდები ანტარქტიკისგენ გაგზავნა. გამოცხადდა ვეშაპებზე ნადირობა. გეგმაშია 1000მდე ცხოველის მოკვლა, მათ შორის humbacks - ვეშაპის სახეობა, რომლებზეც ნადირობა 60იან წლებში აიკრძალა, რადგან აქტიურმა განადგურებამ გამოიწვია სახეობის 90%ის გადაშენება.

გთხოვთ მიმართოთ იაპონიის პრემიერ-მინისტრ Yasou Fukudaს, შეწყვიტონ ეს საშინელი ქმედება.

https://community.hsus.org/campaign/hsi_whaling_JapanesePM/w36di7dr17nd3e5k?


შემდეგი ფოტოს ნახვას არ არის რეკომენდირებული სუსტი ნერვების მქონე მკითხველისთვის






წყარო: Humane Society International

..