Tuesday, September 23, 2008

ფორუმის ტყე

თბილისის ფორუმზე გაიხსნა თემა ”ფორუმის ტყე”.
ინიციატივიანი ადამიანები აპირებენ თითო-ოროლა ნერგის ყიდვას და სადმე თბილისის მახლობლად ერთად დარგვას.
შემდეგ ამ ნარგავებს მოვუვლით და ჩვენი პატარა ტყე გვექნება.
თემის ავტორის ციტატა:

2003 წელს გადავწყვიტე ხე დამერგო, მაგრამ დღეს უკვე 2008-არის და ოცნება ოცნებად რჩება, არადა უკვე 5 წლის იქნებოდა ჩემი ხე......

ჩემი იდეა მდგომარეობს შემდეგში: მოდით ვიყიდოთ თითო ნერგი და სადმე დავრგოთ, ჩვენ ხეებს კი ჩვენი ნიკები დავარქვათ.

და თბილისში იქნება "ფორუმის ტყე" სადაც მივალთ ხოლმე და თუ მართლა ბევრი დარგავს, მაშინ მართლაც მიეცეს ტყის ეფექტი......

რავიცი არ უნდა იყოს განუხორციელებელი და რთული მისია...

ახლა რა მაინტერესებს ამ განყოფილების მცოდნეებისგან,
სად იყიდება კარგი ნერგები და შემოდგომის რომელი პერიოდია ყველაზე ხელსაყრელი ნერგის გახარებისთვის?

და კიდევ რაიმე იდეა თუ გაქვთ სავარაუდოდ სად შეიძლება თბილისში ამ ნარგავებისთვის ადგილის მოძებნა?!


შეგიძლიათ ნებისმიერი შემოგვიერთდეთ.
უკვე 46 ადამიანმა გამოთქვა სურვილი.

შენ შემდეგი ხარ ;)

3 comments:

nati kuda said...

ა’მ ინ

CheshireCat said...

ეჰჰჰ... მახსოვს ადრე დავრგით ერთხელ ტყე.. ინტელიგენტის წამოწყებული ამბავი იყო. მაგრამ ვერ გაიხარა.. ისე კიდევ მივიღებდი მონაწილეობას. მაგრამ ეგ მგონი მარტის დასაწყისში უნდა გაკეთდეს.

Anonymous said...

@CheshireCat
გვიან შემოდგომაზე თუ დარგავენ უფრო კარგი იქნება,
იმიტორო შემოდგომა/ზამთარში უფრო ბევრი ნალექია ვიდრე გაზაფხულზე :უსერ:

დ კაია ახლადდარგული,ესე იგი,ხისთვის