პროფესიები, რომლებითაც დაიცავ ბუნებას:
Conservation Scientists – ორგანიზებას უწევენ ბუნებრივი რესურსების გამოყენებას, მაგ. წყლის. ცდილობენ შექმნან ისეთი პროგრამები, სადაც რესურსი პროდუქტიულიც იქნება და დაცულიც, ანუ ცდილობენ ბალანსის შენარჩუნებას.
Environmental Scientists - იკვლევენ ან ცდილობენ გადაწყვიტონ იმ თემატიკის პრობლემები, რაც მათ აინტერესებთ. მაგ. რა გავლენას ახდენს ესა თუ ის ქიმიური ნივთიერება ზღვის სამყაროზე, როგორ აღვადგინოთ გაუდაბნოებული მიდამოები და ა.შ.
Environmental Inspectors – არიან როგორც მეცნიერები, ისე კანონის დამცველნი. აკონტროლებენ ქარხნებს, სამშენებლო და ელექტრო კომპანიებს, რომ დაიცვან გარემო და მოსახლეობის ჯანმრთელობა. ისინი ამოწმებენ წყალს, ჰაერს და ქვიშას და დაბინძურების შემთხვევაში ატყობინებენ შესაბამის სტრუქტურებს.
Park Rangers – იცავენ ბუნებრივ რესურსებს და ისტორიულ–კულტურულ მონუმენტებს. შეიძლება სხვადასხვა განხრით სპეციალიზირება – პარკების ორგანიზება, გამონაბოლქვის მიზეზის შესწავლა, მოსახლეობისთვის გარემოს დაცვის აუცილებლობის ახსნა და ა.შ.
Foresters and Forestry Technicians - აკონტროლებენ ტყის ფლორა/ფაუნას და ბუნებრივ რესურსებს. Forestry Technicians ეხმარებიან მეტყევეებს და ასრულებენ ფიზიკურ სამუშაოებს.
Environmental Educators – იგივე ნატურალისტები, ასწავლიან ნებისმიერი ასაკის ადამიანს ბუნების შესახებ. ხშირად გაკვეთილები ბუნებაში გასვლისას, მეგობრულ გარემოში ტარდება.
წყარო:collegeboard
გაგრძელება იქნება :)
Thursday, March 27, 2008
პროფესიები
Posted by
Jenny
at
06:33
თემები სასარგებლო ინფორმაცია
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
iggy arbuckloba ideba :D
hehehehe xo :))))
Post a Comment