შარშან, TVს საშუალებით ცნობილი გახდა ნუცუბიძის პლატოზე, უსახლკარო ცხოველთა თავშესაფრის არსებობის შესახებ.
მოვინახულე ეს დაწესებულება და ჯიშიანი ძაღლების სიჭარბის გამო, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო ჩვეულებრივი "პიტომნიკი", ხოლო გატელევიზორების საშუალებით ვარაუდობდნენ სპონსორების მოზიდვას, რომლებიც ცხოველებს საკვებით უზრუნველყოფდნენ. ეს ხრიკი სავარაუდოდ მას შემდეგ მოუვიდათ აზრად, რაც ცნობილი გახდა რომ ქალბატონს, რომელიც 30 მდე ძაღლს თავისი ხარჯებით უვლის – უხვად ეხმარება ერთ–ერთი რძის პროდუქტების კომპანია.
სამწუხაროდ ეს მოსაზრება მხოლოდ ვარაუდის დონეზე დარჩა, რადგან დაგეგმილი განმეორებითი სტუმრობა "თავშესაფარში" და ყველაფერის გარკვევა განუხორციელებელი დარჩა.
საინტერესოა ახლა თუ არსებობს ეს დაწესებულება და რამდენად შევცდი ჩემს დასკვნებში.
თუ ხართ მსურველები – დავირაზმოთ :)
Thursday, March 27, 2008
უსახლკარო ძაღლთა თავშესაფარი თბილისში
Posted by
Jenny
at
02:15
თემები იდეები, უსახლკარო ცხოველები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment