Tuesday, April 22, 2008

დედამიწის დღე


მოგესალმებით ყველას, ვინც ამ ბლოგის წევრები ხართ ან თუნდაც უბრალოდკითხულობთ ამ ბლოგს. მინდა ყველას მოგილოცოთ 22 აპრილი, დედამიწის საერთაშორისო დღე და გისურვოთ რომ არ დაეკარგოს, არასოდეს, ის სილამაზე რაც გააჩნია. ეს პლანეტა მართლაც
რომ უნიჭიერესი მხატვრის უდიდეს ნაშრომს წარმოადგენს, ის სავსეა ულამაზესი ფერებითა და ულამაზესი პეიზაჟებით. ზოგისთვის დედამიწა უბრალოდ საცხოვრებელია, მაგრამ ეს ასე არ არის, დედამიწა არის ათასი საიდუმლოთი მოცული დიადი ქმნილება რომელზე მოხვედრაც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ასე რომ გიხაროდეთ, თქვენ შეგიძლიათ დედამიწა
ნახოთ და ნუ დაკარგავთ დროს, ჩვენი სიცოცხლე დედამიწაზე პატარაა და რთულია ყველა წერტილის ნახვა. გილოცავთ კიდევ ერთხელ და გთხოვთ რომ გავუფრთხილდეთ ამ
ულამაზეს პლანეტას.



2 comments:

Jenny said...

გილოცავთ ძვირფასო დედამიწელებო! :))

Sweet said...

აუ ამ რეჩზე გამახსენდა ძიუკ ფლინდი და მისი სიყვარული დედამიწის მიმართ... :უსერ: