დიდი ხანია მაქვს ეს იდეა, რომ შევიძინოთ რაღაც ოდენობის სოსისი და ძაღლის/კატის საკვები, შემდეგ გავიაროთ ქუჩებში, მოვძებნოთ ცხოველები და გამოვკვებოთ ისინი.
ახლა ჩვენი თანადედამიწელი – მელიას ბლოგზე რომ შევედი, წავიკითხე ისტორია დასუსტებულ ცუგოზე და ვიფიქრე, იქნებ შევიკრიბოთ და ცოტა მასობრივი ხასიათი მივცეთ ამ ყველაფერს.
ეს წინადადება ასევე წამოვაყენე წინა კვირას, როცა შევხვდი ადამიანებს, რომლებსაც უპატრონო ცხოველთა პრობლემის გადაჭრა სურთ. თუმცა მათი მიზანი მასობრივი სტერილიზაცია და ევთანაზიაა, და ჩემი შემოთავაზება კატეგორიულად უარყვეს.
მოკლედ რას ფიქრობთ ამაზე? ძვირი არ დაჯდება. 1 სოსისი 35–40 თეთრი ღირს, სპეციალური საკვები კი კილო 2–3 ლარი.
მოდით ერთად დავხვეწოთ ეს იდეა. და იქნებ პერმანენტული ხასიათიც მიიღოს :)
Sunday, April 27, 2008
გამოვკვებოთ ცხოველები
Posted by
Jenny
at
08:51
თემები იდეები, უსახლკარო ცხოველები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
9 comments:
მომწონს იდეა და თანახმა ვარ :კი:
mec momwons :)
იდეა მაქვს დავიჭიროთ 50% უსახლკარო ცხოველები, მათგან სოსისები გავაკეთოთ და მეორე 50% გამოვკვებოთ :user:
ისე სერიოზულად თუ მივუდგებით შეიძლება მაგის გაკეთება : )
@iten
ggg hehehehe :))
მმ ძაან კაი ხოდა როგორ გავუკეთოთ ამ ყველაფერს ორგანიზება როგორ წარმოგიდგენიათ და რა სირთულეებს შეიძლება წავაწყდეთ?
მმმ...
პირველ რიგში ზუსტი სია უნდა შედგეს მსურველების. მეორე ეტაპზე უნდა ავირჩიოთ რომელ რაიონებში ვაპირებთ ამის გაკეთებას, ნუ თავიდან 1–ს არჩევა შეიძლება ალბათ, მერე ვნახოთ : ) ხო, კიდე გვჭირდება უსახლკარო ცხოველები... თუ ვერ ვიშოვით, ჩემს მეზობელს ჰყავს კატები ოხრად და მოვპარავ რამდენიმეს და გავყრი 2–3 დღით ქუჩაში...
:gigi:
ხო, ეხლა გადაადგილება... ვირჩევთ მარშუტს წინასწარ (ალბათ). დავწეროთ "ტოჩკები" სადაც შემჩნეული გვყავს უპატრონო ცხოველები და შეძლებისდაგვარად მოვიაროთ ყველა. ნუ სასურველია ეს "ტოჩკები" ახლოს იყოს, რადგან ფეხით მოგვიწევს გადაადგილება :მინუს n რაოდენობის ბიჩოკი:
ხო, პროდუქტებს ალბათ იმავე დღეს შევიძენთ... კიდე ვაბარაბთ ჩემს საკურსოს, ა ეს არა... :drug:
მოკლედ:
1. სია;
2. შეკრების დღე;
3. დისლოკაციის ადგილი;
4. პროდუქტების შეძენა;
5. სავარაუდო მარშუტი;
6. და ა.შ.
ეხა თქვენ : )
zalian kargi ideaa da mec shemogiertdebit, tu mimigebt :)
wow kruta!!!
иттен - დედამიწის მოზგი ხარ :)))
კაი კიდე დავფიქრდეთ რა პრობლემებს შეიძლება წავაწყდეთ – ნუ ალბათ მთავარი პრობლემა იქნება ის რომ განვსაზღვროთ რამდენი ვაჭამოთ 1 ცუგოს.
ნუ ჯერესერთი თუ ცუგო მშიერი იქნება დაიწყებს ძაან სწრაფ ტემპში ჭამას რომრ აც შეიძლება ბევრი შეჭამოს და შეიძლება ნისვარენიე დაემართოს.
ნუ კიდე შეიძლება გამოგვყვნენ ცუგოები, მაგრამ თუ ერთ უბანში ვიმოძღავებთ შორს არ მოუწევთ წასვლას და არ დაიკარგებიან.
და კიდე ზოგი ცუგო ამ საკვებს და სოსისებს უბრალოდ არ ჭამს. არ ვიცი რაზეა ეს დამოკიდებული..
და ზოგი ამ სოსისებს პირდაპირ ყლაპავს დაუღეჭავად და ვერც გრძნობს შეჭამა თუ არა..
ხო ნუ რავი ვ მამენტ ესენი არ არის რაღც სერიოზული პრობლემები ხო?
ia za :yes:
კრუტა :))
Post a Comment