Thursday, August 14, 2008

დევნილების დახმარება (2)

დღეს ვიყავით 4 დედამიწელი და რაღაცეები გავარკვიეთ:

ჭურჭლის, საკვების, ტანსაცმლის და ა.შ. ნივთების მიტანა, რაც თქვენი აზრით შეიძლება გამოადგეს ხალხს შეგიძლიათ:
1 ინფექციური საავადმყოფოს გვერდზე, მიცკევიჩზე ჩასახვევში (ხალხმრავლობაა, მიხვდებით სად მიიტანოთ);
2. მაჩაბლის ქუჩაზე, სახალხო დამცველის ოფისში;
3. საპატრიარქოში.

მაგრამ გირჩევთ თქვენთან ახლოს მდებარე სკოლები, ბაღები და სხვა შენობები, სადაც შესახლებულები არიან – თავად მოინახულოთ და შეიტყოთ თვითონ დევნილებისგან, თუ რა ჭირდებათ.

მთავარი მიზანი არის ის, რომ ყველამ თანაბრად მიიღოს დახმარება. ანუ არ მოხდეს ისე რომ ზოგ პუნქტებში რამდენჯერმე მიიტანონ, და ზოგან საერთოდ არა. ამიტომ უკეთესია თქვენ თვითონ მოინახულოთ დევნილები და მათგან მიიღოთ ინფორმაცია დახმარების საჭიროების შესახებ.

ეს დღევანდელი ფოტოებია. ჩვენ არ გადაგვიღია :P

კარვების ქალაქიც გაუშენებიათ:



________________________________________________________________________________

ხო ახლა რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას:

ბროსეს ქუჩაზე, საბავშვო ბაღში შესახლებულია გოგო, რომელმაც 2 კვირის წინ საკეისროთი იმშობიარა. ხვალ ვგეგმავთ მივუტანოთ რაღაცეები.
აქ ჩამოვწერ რასაც მოვიფიქრებ და თქვენც დაამატეთ კომენტარებში. მგონი ჯობია ფული შევკრიბოთ და ისე ვიყიდოთ.

* ბავშვის აბაზანა (მელიას მისცა მეზობელმა, ამიტომ ამის ყიდვა აღარ არის საჭირო);
* პამპერსები;
* ტალკი (პუდრა, პამპერსის გამოცვლის დროს იხმარება);
* სველი სალფეტკები (ასევე პამპერსის დროს..);
* სგუშონი დედასთვის (რძის გამოყოფას უწყობს თურმე ხელს);
* დასაბანი/სარეცხი საშუალებები – ამაზე ადგილზე დავკონკრეტდეთ მგონი ჯობია..
* ???

12 comments:

Anonymous said...

its good to know about it? where did you get that information?

მელია said...

და ხვალ რა დროს შევხვდეთ და სად??? იმ აბაზანას წამოვიღებ მე მაგრამ ჯერ ჰომ არ ჯობია სახალხო დამცველის ოფისში მივიტანოთ ტანსაცმელები და მასეთები და შემდეგ ეს აბაზანა წავუღოთ იქ ???


5 საათზე შევიკრიბოთ ისევ???

ოღონდ ამჟამად თავისუფლებაზე შევხვდეთ ერთმანეთს ჯობია :|

nati kuda said...

ხალხო, მაშინ თუ არ გეწყინებათ, მე რაგბის ფედერაციას შევუერთდები, წინა კომენტარებშჳც დავწერე, პავლოვზე რომელიღაც ბაღში შესახლებულებს ლოგინებიც კი არ ჰყოფნითო, რომელიღაც სასტუმროს სთხოვეს და სავარაუდოდ დღეს მოგვცემენო და ვნახოთ.

მეგუნა said...

კუდა, გამარჯობა :)
რა თქმა უნდა, არაფერია საწყენი.
პირიქით, რაც უფრო მეტ პუნქტში მივალთ, უკეთესია.
მერე იქნებ დაწერო, მანდ რა სიტუაცია იქნება.
ხვალ შეგვიძლია ახალი ობიექტებიც დავიაროთ და თუ გინდა, შენც შემოგვიერთდი!

მელია said...

დღეს კარგად ვიმუშავეთ :)


ნუ გამიხარდა ის ბავშვი უზრუნველყოფილ (რამდენად ეს მეორე საკითხია) მაინც არის...


მიყვარხართ დედამიწელებო

:ლოვე:

nati kuda said...

ჩემს უბანში სომხური სკოლაა და იქ შეასახლეს 250 ოჯახი. დღეს იქ მივდივარ, ტანსაცმელი და კონსერვები მიმაქვს. გავიგებ რა სიტუაციაა და თუ ცუდი მდგომარეობა იქნება, გეტყვით და იქნებ იქაც შევძლოთ რამით დახმარება.

Jenny said...

ok, ველით შენგან ინფოს :)

nati kuda said...

მოკლედ, ვიყავი და აიაიაი გული მომიკვდა. არაფერი არ აქვთ. ლოგინები არ აქვთ საერთოდ. უბანმა ფული ავკრიფეთ და 10 ცალი მატრასი იყიდეს, 10 შეკვეთილია და მალე იქნებაო. ჭურჭელი უჭირთ ძალიან, მე ჭიქები და ჩანგლები მივიტანე, მარა ღრმა თეფშებშიც გვიჭირსო. კიიდევ.. 20 დღის ჩვილი ჰყავთ :( პამპერსები მიუტანია დღეს ვიღაცას. მთლიანად უბანზე არიან დამოკიდებულნი და მთავრობისგან საერთოდ არაფერი მიუღიათ. არ იცით როგორ გავაგებინოთ?? 250 კაცია და გაუსაძლისი პირობებია საკმაოდ. პატარა ბავშვებიც არიან. სათამაშოები მივიტანე და დაესივნენ, მარა არ ეყოთ მგონი :(

Jenny said...

nati zustad dawere ra skolaa sad mdebareobs da Fe-males mivwer sax. damcvelis ofisSi muSAobs da iwers egre punqtebs da agzavnis mere xalxs.

saTamaSoebi maqvs mgoni me dedaCems davelaparakebi

nati kuda said...

ვაი, სკოლის ნომერი არ ვიცი, ელიაზე, ნიაბის ქუჩაა მგონი, სომხური სკოლა დგას, ვარდისფერი. ელიაზე მარტო ეგაა სომხური სკოლა, უეჭველი ეცოდინებათ, ვიღაცამ ხომ შეასახლა?? ჰოდა იქნება მიაწვდინო მაშინ ხმა, მე კიდევ გავიკითხავ აქ რომელი სკოლაა და საერთოდ ზუსტ მისამართს დავადგენ

sabaha said...

ეხლა უნდა ჩავიდე ბავშვებო , ჩემს ძველ სკოლაშიც ყოფილან
დედაჩემმა ლოგინის თეთრეული და ტანსაცმელი ჩამილაგა, კიდევ რა წავიღო?
სათამაშოები ადრე გავაჩუქეთმე და ჩემმა დამ, სულ 3 ცალი დარჩა, კი წავიღებ, მარა ცოტაა როა მეშინია ბავშვებს გული არ დასწყდეთ .
კიდე გამახსენეთ რამე რა ...

sabaha said...

მოკლედ ვიყავი და ეს რა ვნახე :((
მეგონა ამდენი ჰუმანიტარული დახმარება რომ მოდის ასე თუ ისე უზრუნველყოფილნი იყვნენ :((
ქალმა მითხრა 5 სულიან ოჯახს ერთი ლეიბი და ადიალა შეგვხვდაო .
არაფერი არ გვაქვს საერთოდო, არც ჭურჭელი და არც თეთრეული, სათამაშოებიც უნდათ ბავშვებს ...
ტაშტები დასაბანად .
ეხლა კიდევ მიმაქვს თეთრეული და ჭიქები .