Wednesday, August 13, 2008

დევნილების დახმარება

ბავშვებო,მოკლედ შევიკრიბოთ ხვალ დღის საათებში და წავიდეთ რომელიმე შტაბში მივიტანოთ რაღაცეები.

კომენტებში მოვილაპარაკოთ დანარჩენი

15 comments:

მელია said...

მე და ჯენიმ დავგეგმეთ ხვალ 5 საათზე რესპუბლიკურის წინ!


თუ ვინმეს არ აწყობს შევცვლით...

მე მზად ვარ...

nati kuda said...

მეც მზად ვარ.. წესით არაფერმა უნდა შემიშალოს ხელი

მელია said...

შესანიშნავია...

კიდე ველოდებით დედამიწელებს... :მო:

nati kuda said...

ტანსაცმელს გადავარჩევ. რა შეიძლება კიდევ??

Jenny said...

ბავშვებო რას ვფიქრობ მე კიდე იცით?

ახლა ტელევიზორში თქვეს რო აშენებენ რაღაც კარვების ქალაქს, სადაც 600 დევნილი შეძლებს განთავსდეს და საკვები/ტანსაცმელი/პირადი მოხმარების ნივთები დაურიგდებათ

ხოდა სულ ველოდებით 20 000მდე დევნილსო და რამენაირად ხო ვერ გავიგებთ ვის ჭირდება ყველაზე მეტად დახმარება რომ იქ მიგვეტანა?
იმიტორო თუ დევნილების დახმარების შტაბში მივიტანეთ რავი გვქონდეს იმის იმედი რომ ისინი თანაბრად გაანაწილებენ თუ რავიცი..
ან იმ 20 000დან 600 რის მიხედვით უნდა აარჩიონ :(

ვერ გავიგე რა :((

რაღაც პოლიტიკურ ფორუმზე დაიწერა რომ ეს კარვების ქალაქი პიარისთვის შენდება, ანუ ხო იმ 600 კაცს დააბინავებენ რომ სხვა ქვეყნებს დაანახონ აი ვუვლით დევნილებსო და ის დანარჩენი 20 000 შეიძლება დაიკიდონ ხო იცით რანაირები არიან აგერ გუშინ ის მარადიორობაც დაიკიდეს არადა მთელი ღამე აწიოკებდნენ ხალხს რუსები და ოსები და მარტო დღეს გაინძრნენ ცოტა ისიც თვითონ რომ კაი როჟები გამოჩენილიყვნენ იმ პონტში.

ხოდა მოკლედ იქნებ ჯერ რამენაირად გავარკვიოთ რომ ყველაზე მეტად ვისაც ჭირდება იმ დევნილებს აღმოვუჩინოთ დახმარება?

Jenny said...

ხოდა კიდე მიცკევიჩის 29/ა–ში უნდა მივიტანოთ ხო? მაგ მისამართს აცხადებენ ტელევიზორში ქვევით მორბენალი სტრიქონი როა.
რესპუბლიკურიდან ახლოს არის ეგ ქუჩა..

მელია said...

ჯენნი

მოდი დავიკიდოთ მთავრობა...


ილია მეორემ თქვა მოიტანეთ სამებაში რაც გაგაჩნიათო და საპატრიარქო დაეხმარება დევნილებსო


მგონი ჯობია იქ მივიტანოთ...


და მიცკევიჩის მაგ ნომერში სხვა რაღაცა ხდება მე როგორც ვიცი დევნილთა დახმარება თამარაშვილის რომელიღაც ნომერშია


რას იტყვით საპატრიარქოს რომ მივცეთ??
ისინი უფრო კარგად გაანაწილებენ მგონი


+ ამას ხვალიდან გორი იწმინდება და რუსული ჯარი გადის იქ დარჩენილ სახლებში ხალხი შემცირდება და დევნილების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება რადგან გორში მხოლოდ კორპუსებია დანგრეული სახლები ისევ არის :|

Jenny said...

ხო მართალი ხარ მელია საპატრიარქოს რო მივცეთ მგონი კარგი იდეაა..

მაგრამ ახლა რო ჩამოვიდა ეს ჰუმანიტარული დახმარება ჯერ ხო არ დაველოდოთ ვნახოთ ვინებს დაეხმარებიან ვინებს ვერ დაეხმარებიან და იმის მიხედვით?...

ანდა მივიტანოთ მაინც საპატრიარქოში და თუ დევნილებს აღარ დაჭირდათ გაჭირვებულ ხალხს მაინც დაურიგებენ თუ რავი..

sabaha said...

მოკლედ ბავშვებო თუ გინდათ მოვიცადოთ ცოტა ...
ან საპატრიარქოში მივიტანოთ
ან მიცკევიჩზე
რავი მგონი სახალხო დამცველის აპარატი ძააან კაი სამსახურია
მე რაც მსმენია რავი
ხოდა თუ მოიფიქრებთ , გამაგებინეთ
დედაჩემს სძნავს ეხლა და მე კიდე არვიცი სად რას ინახავს
მელია ინსპექტორის ნომერი მინდა რა :((

nati kuda said...

საპატრიარქოში ჯობია.. მოიფიქრეთ მოკლედ, მე თქვენთან ვარ :)

Sara Furlongina said...

amiscin viyavi gasuli devnilebtan da tansacmeli rogorc chanda imdenad ar chirdebodat,ufro metad esachiroebat sakvebi da ak aris daaxloebiti sia tansacmlis garda risi mitana shegvidzlia:
ჰიგიენის და პირველადი მოხმარების საგნები:

საპონი, კბილის პასტა, კბილის ჯაგრისი, ხელსახოცები, ტუალეტის ქაღალდი, ასანთი.

პროდუქტი:

შაქარი, ჩაი, მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, მანის ქაში, კონსერვები ყველანაირი, ტუშონკები, ძეხვეული, მოკლედ ყველაფერი ისეთი რაც შეიძლება მალფუჭებადი არ იყოს და ოჯახებს დაუნაწილონ. პურის მიტანაზე გვითხრეს რომ თუ უნდა იყიდოთ არ გინდათო, ჯობია სხვა რაღაცეები იყიდოთ, პურით ქარხნები მოგვამარაგებენო. ასევე გვთხოვეს მიგვეტანა წყალი.

ბავშვებისთვის:

დევნილებში არის ძალიან ბევრი ბავშვი, მათ შორის თოთო ბავშვები და რამოდენიმე თვის ჩვილები. შესაბამისად შეგიძლიათ მიიტანოთ მათთვის რძის ფხვნილი, პატარა ბავშვების ფაფები, ლაპარაკია ჩვილი ბავშვებისთვის, 4-6 თვის და ა.შ. პამპარსები და ბავშვის ჰიგიენური საშუალებები.

an yvelam chvenit movifikrot akedan ra migvakvs an sheidzleba shevtanxmdet xigienur sagnebs an sachmels vin miitans. saboloo jamshi sad vxvdebit? sapatriarkoshi migvakvs es yvelaferi tu isev respublikurtan vxvdebit?

მეგუნა said...

ბავშვებო, დღეს 5-ზე რესპუბლიკურთან იკრიბებით? ერთმა მეგობარმა დამირეკა და მასაც უნდა მოსვლა. 6-მდე სამსახურში ვარ და სამწუხაროდ ვერ მოვალ. ზუსტად უნდა ვიცოდე, სად იკრიბებით, რომ ჩემს მეგობარს ვუთხრა. 6-ის მერე შეგეხმიანებით და თუ ჯერაც ერთად იქნებით, მოვალ და რაღაცაში წაგეხმარებით.

Jenny said...

დღე მშვიდობისა! კიარადა

ახლა შევეცდები გავარკვიო აბა იმ ჰუმანიტარულმა დახმარებამ რეები ქნა

Jenny said...

ბავშვებო მოკლედ გადავწყვიტეთ რომ დღეს უარაფროდ მივიდეთ სახალხო დამცველის შტაბში და იქ გავარკვიოთ რა ჭირდებათ და სად. უკან რო არ გამოგვატანონ რა..

ხოდა ამიტომ არ წამოიღოთ დღეს არაფერი და 5ზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ფანტანთან შევხვდეთ.

nati kuda said...

რა გაარკვიეთ??
ახლა მეგობარმა მითხრა, რაგბის ფედერაციაში ვაგროვებთ ნივთებს და საკვებსო, პავლოვზე და კიდევ სადღაც საბურთალოს 2 ბაღში ხალხია, რომელსაც არაფერი არ აქვთო.. ჰოდა რავი