წეღან ვუყურე იმედზე რეკლამას, 4 აპრილს უნდა იყოს თუ არ ვცდები, გადაცემა "ოჩოს ქოხი" მოკლედ გეტყვით გადაცემა არის ნადირობაზე... ჯერ გადაცემა არ ყოფილა, მაგრამ რეკლამაში იყო საშინელი კადრები, სოროში დამალულ მაჩვს გარედან ჯოხებს უთხრიან, რომ გამოიყვანონ და შემდეგ მელიას ანახებენ იღრინება... ნუ მოკლედ რაღაც სადისტურ-დედამოტჱნულური გადაცემა მზადდება. 4შია პრემიერა და ძალიან გული მწყდება იმაზე, რომ თუ ნორმალურ ქვეყნებში ზრუნავენ, ცხოველთა დაცვაზე და გარემოს დაცვაზე (ფაქტია, რომ განვითარებული ქვეყნები მიხვდნენ ამას) საქართველოში ჯერ არ შემოუღწევია ამ სხივს, შემოუღწევია კიარა იმდღეს მელიის ქურქით იჯდა პროფილში ქართველების სათაყვანებელი მსახიობი, რომელსაც ვარსკვლავი გაუხსნეს. ამის წინააღმდეგ ვერაფერს მოიმოქმედებ, რადგან საქართველოში ცხოვრობ, თუმცა მინდოდა თქვენც გაგეგოთ "ოჩოს ქოხზე" სურათები ან ვიდეოები ვერ მოვნახე ინტერნეტში, რომ დამედო, მაგრამ რა აზრი აქვს მაინც.
Friday, April 3, 2009
ოჩოს ქოხი
Posted by
Anonymous
at
13:22
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
მე არ მინახავს ეს გადაცემა, მაგრა ნახევარმა ქალაქმა დამირეკა აღშფოთებულმა. კანონმდებლობის მიხედვით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული – მუხლი 301, ნადირობის წესების დარღვევა.
ავი მუსაიფი
http://greenalt.org/index_next.php?filename=ge_10_04_2009_08_47_07.new&pathm=webmill/data/news//&lng=ge_&more=1&c=&page=
Post a Comment