Tuesday, April 14, 2009

ჩიტების დაპურება პარკებში

სახლში ყველას გვრჩება პური, რომელიც მერე ხმება და უმეტესწილად ნაგავში ვყრით ხოლმე.
ჰოდა, მაქვს ერთი პატარა იდეა. მოდით, იქით შაბათ-კვირამდე შევაგროვოთ ეს მორჩენილი პურის ნაჭრები
( უმჯობესია ჯერ კარგად გამოშრეს და შემდეგ შევინახოთ ქაღალდის ან პოლიეთილენის პარკში ) და შემდეგ, იქითა შაბათს ან კვირას სადმე შევიკრიბოთ. მერე წავიდეთ ვაკის, ალექსანდროვის და სხვა პარკებში და იქ მობინადრე ჩიტები დავაპუროთ :)))
აი, როგორც Home alone-ს ერთ-ერთ სერიაში აპურებს მტრედებს მოხუცი ქალი.
შეგვიძლია ამ ყველაფერს პერიოდული სახე მივცეთ.

აბა, რას იტყვით? ჯენ, მელია, ია და სხვებო?

5 comments:

Katten försvann said...

ჩიტებს რა პრობლმა აქვთ ნეტა? მაგენი ყველაეფრს ჭამენ და თითქმის არასდორს არ არიან მშივრები.
პრობლემა ძაღლები და კატები უფროა! და არა მხოლოდ დაპურების მხრივ.

Jenny said...

@Katten försvann, ზამთარში როცა მწერებს ძინავთ, ჩიტებს აქვთ საკვების პრობლემა.

გაზაფხულზე მწერები იღვიძებენ, და ჩიტებიც მაშინვე იწყებენ მათ ჭამას. ხოდა ჩვენ თუ ჩიტებს ვაჭმევთ პურს, ამით ერთის მხრივ სიცოცხლეს გავუხანგრძლივებთ მწერებს, მეორეს მხრივ გავაძღობთ ჩიტებს და ვუბიძგებთ ვეგეტარიანელობისკენ :E

@მეგი, я за! :D

თათია said...

კარგი იდეაა. მაგრამ მარტო ზამთარში.
გაზაფხულზე მწერები მოვამრავლოთ :D (just a joke)

mini_pasolini said...

მე ახარი ბლოგერი ვარ .. არავის არ გიცნობთ და აზრზეც არ ვარ ბლოგის , მაგრამ ეს იდეა ძალიან მაგარია და საკაიოდ გაპიერაბაც შეიზლება:) თქვენთან ვარ ცხოველთა მოყვარული

Anonymous said...

მაგ პროექტზე უკვე მუშაობს ერთი ბებო მრგვალ ბაღში.. უნდა განახა როგორ დაასუქა იქაური მტრედები :)
მოვა და გიყვება როგორ გამოდის ყოველ დღე და აჭმევს მტრედებს. როგორ უყვარს ფრინველები და ამათაც როგორ უყვართ ბებო. შენც მომეცი ფული და პურს ვუყიდიო.. ჩემთვის კი არ მინდა ამათთვის მინდა ისევო.. ასე უვლის მთელ ბაღს და ყველას ამას უყვება.. თქვენი არ ვიცი მარა მე სამჯერ მაინც მომიყვა უკვე :D მტრედებსაც მოსწონთ ბებო და პურს დაინახავენ თუ არა მაშინვე იქ ეშვება მთელი გუნდი.. ასერომ მაგათზე არ იდარდო.. ახლა უფრო სხვა საკითხებია გდასაჭრელი თბილისში..
მარა იდეას რათქმაუნდა ვეთანხმები.. მე დარჩენილ პუსრ ფანჯრის რაფაზე ვაწყობ ხოლმე და მერე თვითონ პოულობს თავის გზას ;)