Thursday, August 21, 2008

ნადირობა მელიაზე, კახეთი


კომენტარს არ გავაკეთებ... არ გავაკეთებ რა

ვერ გავაკეთებ...

თქვენთვითონ გაუკეთეთ კომენტარი....

გადმოსაწერი ვერსია

ნახვა მაივიდეოზე...

ეს მეთვითონ ავტვირთე მაივიდეოზეც, ეს ვნახე მეზობლის ბავშვის მობილურში რომელმაც მითხრა რომ კახეთში წაუყვანიათ მამებს და ბიძიებს სანადიროდ და თვითონ ამ ბავშვს გადაუღია ეს ვიდეო...

პ/ს

არავის ცხელა ამისთვის... მაგრამ ჩემი შეხედულებები ადამიანებთან მიმართებაში თუ აქამდე გადაჭარბებული მიგაჩნდათ, ვნახოთ თავად რა კომენტარს გაუკეთებთ... 

..

Monday, August 18, 2008

borjom xaragauli tye-parki

gaamrjobaT dedamiwelebo!


me axali var da tu Tqven formats daavrgvev me mapatiet
drotaganmavlobashi shviswavli da tqvenaerad daviwyeb weras da fiqrs

ratom vwer dara mawuxebs

borjom xaragaulis tye-parki
cecxli ukidia, ganadgurdeba unikalri flora da fauna
rameti Tu shegvidzlia rom ushvelot!
komptan jdomit mag saqme armogvardeba

..

Thursday, August 14, 2008

დევნილების დახმარება (2)

დღეს ვიყავით 4 დედამიწელი და რაღაცეები გავარკვიეთ:

ჭურჭლის, საკვების, ტანსაცმლის და ა.შ. ნივთების მიტანა, რაც თქვენი აზრით შეიძლება გამოადგეს ხალხს შეგიძლიათ:
1 ინფექციური საავადმყოფოს გვერდზე, მიცკევიჩზე ჩასახვევში (ხალხმრავლობაა, მიხვდებით სად მიიტანოთ);
2. მაჩაბლის ქუჩაზე, სახალხო დამცველის ოფისში;
3. საპატრიარქოში.

მაგრამ გირჩევთ თქვენთან ახლოს მდებარე სკოლები, ბაღები და სხვა შენობები, სადაც შესახლებულები არიან – თავად მოინახულოთ და შეიტყოთ თვითონ დევნილებისგან, თუ რა ჭირდებათ.

მთავარი მიზანი არის ის, რომ ყველამ თანაბრად მიიღოს დახმარება. ანუ არ მოხდეს ისე რომ ზოგ პუნქტებში რამდენჯერმე მიიტანონ, და ზოგან საერთოდ არა. ამიტომ უკეთესია თქვენ თვითონ მოინახულოთ დევნილები და მათგან მიიღოთ ინფორმაცია დახმარების საჭიროების შესახებ.

ეს დღევანდელი ფოტოებია. ჩვენ არ გადაგვიღია :P

კარვების ქალაქიც გაუშენებიათ:



________________________________________________________________________________

ხო ახლა რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას:

ბროსეს ქუჩაზე, საბავშვო ბაღში შესახლებულია გოგო, რომელმაც 2 კვირის წინ საკეისროთი იმშობიარა. ხვალ ვგეგმავთ მივუტანოთ რაღაცეები.
აქ ჩამოვწერ რასაც მოვიფიქრებ და თქვენც დაამატეთ კომენტარებში. მგონი ჯობია ფული შევკრიბოთ და ისე ვიყიდოთ.

* ბავშვის აბაზანა (მელიას მისცა მეზობელმა, ამიტომ ამის ყიდვა აღარ არის საჭირო);
* პამპერსები;
* ტალკი (პუდრა, პამპერსის გამოცვლის დროს იხმარება);
* სველი სალფეტკები (ასევე პამპერსის დროს..);
* სგუშონი დედასთვის (რძის გამოყოფას უწყობს თურმე ხელს);
* დასაბანი/სარეცხი საშუალებები – ამაზე ადგილზე დავკონკრეტდეთ მგონი ჯობია..
* ???

..

Wednesday, August 13, 2008

დევნილების დახმარება

ბავშვებო,მოკლედ შევიკრიბოთ ხვალ დღის საათებში და წავიდეთ რომელიმე შტაბში მივიტანოთ რაღაცეები.

კომენტებში მოვილაპარაკოთ დანარჩენი

..

Wednesday, August 6, 2008

ნადირობა ციმბირულ დათვებზე


ასეულობით აზიური დათვი იქნა მოკლული ციმბირის ტყეებში. მიუხედავად საერთაშორისო შეთანხბებისა, რაც მათზე ნადირობას კრძალავს, ამ ცხოველის განადგურება დიდი ბიზნესი გახდა რუსეთში.

მკვლელები არიან როგორც რუსი, ისე ბრიტანელი, ამერიკელი, ფინელი და ა.შ. მდიდარი ხალხი, რომლებსაც 32 000$ის სანაცვლოდ სპეციალური ფირმები სთავაზობენ მინიმუმ 4, მაქსიმუმ 6 დათვის მოკვლის შესაძლებლობას.

რუსეთში უკვე 4 წელია ლეგალიზებულია აზიურ შავ დათვებზე ნადირობა. სხვა ქვეყნებში, სადაც ასევე ბინადრობს ეს ცხოველი – ინდოეთში, ჩინეთსა და იაპონიაში – მათზე ნადირობა მკაცრად აკრძალულია.

იშვიათობის გამო, მისი გრძელი, რბილი ბეწვი ძალიან ძვირფასია. შედეგად, შავი დათვების რიცხვი ისე შემცირდა, რომ მათი პოვნა ტყეში ფაქტიურად შეუძლებელია.

მათ მოსაკლავად ყველაზე სასტიკი მეთოდები გამოიყენება. როგორც ცნობილია, აზიურ შავ დათვს ბუნაგში ძინავს დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით. ფირმები, რომლებიც მკვლელებს ემსახურებიან, უხდიან ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მათ დათვების ბუნაგები იპოვონ.

ამგვარად, კლიენტები ბუნაგთან მიყავთ, ცეცხლს უკიდებენ და ასე აიძულებენ დათვს რომ გამოძვრეს.

ამ ვიდეოში (გვერდის ბოლოშია) ნაჩვენებია როგორ აწვალებენ დათვს რომ დატოვოს ბუნაგი და მოკლან :(

კაშმარ :vis:

..

Tuesday, June 3, 2008

have you hugged your mother earth today?



..

Monday, June 2, 2008

წყალი და საკვები – როგორ ავიცილოთ კრიზისი

სალუტ! :)

მოკლედ წინა კვირას საინტერესო რაღაცეები გავიგე, და ახლა შევეცდები გადმოგცეთ:

მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე აქ ერთხელ ბატომ აღნიშნა, წყალი ცირკულირებადია, დედამიწა მაინც დგას წყლის რესურსის ამოწურვის პრობლემის წინაშე.

მაგ. მეხიკოში, სადაც დღეს 25 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, უახლოესი წყლის საცავი არის 200 კილომეტრში, 2კმ სიღრმეზე, და მისი მოპოვება საკმაოდ რთულია, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ მექსიკა არ არის მდიდარი ქვეყანა. ასეთი დეფიციტის გამო, მეხიკოს მოსახლეობას უწევს თითოეული ჭიკა წყლის დაზოგვა, და სპეციალური უნიტაზები აქვთ, რომელიც ბაკის მხოლოდ 1/10ს უშვებს.

ჩვენც შეგვიძლია ტუალეტის წყლის დაზოგვა, თუ ბაკში აგურს ჩავდებთ. ანუ აგურის მოცულობის წყალი დაიზოგება ყოველი ჩაშვებისას :)

წყლის პრობლემის გადაწყვეტის კიდევ ერთი გზაა მისი გაფილტვრა და ხელახალი გამოყენებაა. მაგრამ აქ პრობლემა ისაა, რომ რეალურად, წყალი მხოლოდ + – 10 ქიმიკატისგან იწმინდება. მაშინ, როდესაც წყალი სახლის პირობებში 30 000 ქიმიკატით ბინძურდება. ანუ დაახლ. 29 990 ქიმიკატი ვერ კონტროლირდება.
50 წლის წინ, სახლში ვიყენებდით ბიო–ხსნად საწმენდ საშუალებებეს, და წყალი არ ბინძურდებოდა. მაგრამ ახლა ისეთ საწმენდებს ვიყენებთ, რომლებიც არ იხსნება და წყლის გაფილტვრა შეუძლებელია.

ამიტომ სასურველია ბიო–ხსნადობის მიხედვით ავარჩიოთ სარეცხი საშუალებები. სიმართლე გითხრათ, ჯერ ვერ ვიპოვე ვერც–ერთ ეტიკეტზე, რაც სახლში მაქვს შამპუნები და სხვა საპნები რომ ბიო ხსნადი ეწეროს და ისიც არ ვიცი ინგლისურად როგორ არის (bio solving?). ასე რომ ვინმე თუ ხართ კომპეტენტური... ;)

ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებულნი, რომ არ დავაბინძუროთ წყალი, რომ მისი ხელახალი გამოყენება იყოს შესაძლებელი. დედამიწაზე მოსახლეობა კატასტროფული სისწრაფით იზრდება, და წყლის დეფიციტის პრობლემაც უკვე სახეზეა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

"ერთი ვედრო არახსნადი ნივთიერებები, აბინძურებენ მილიონობით ლიტრ წყალს"


არსებობენ დედამიწაზე ადამიანები, რომლებმაც სპეციალურად ისე აიშენეს სახლები, რომ წვიმის წყალი სახურავებიდან კონტეინერებში გროვდება. ასეთი სახლის პატრონები უარს ამბობენ მუნიციპალურ წყალ–გაყვანილობაზე და თვითონ იმარაგებენ თავს. წყალი, რომელსაც დასალევად ამზადებენ, თავსდება მზეზე. მზე კლავს მავნე ბაქტერიებს და წვიმის წყალი დასალევად ვარგისი ხდება. ეს მეთოდი არ ჭრის მდინარის წყალთან, რადგან ბაქტერიები მყარ ნივთიერებებში – ქვიშის ნაწილაკებში იმალება და მზის სხივებს არ შეუძლიათ მათი განადგურება.

ასეთ ეკოლოგიურ სახლებში არის მშრალი ტუალეტები. ანუ წყალი არ გამოიყენება ფეკალური მასების ჩასარეცხად, და შესაბამისად არ ბინძურდება.

მეორე თემა, რაზეც ყურადღების გამახვილებაა საჭირო, არის სასუქები. სასუქები აუცილებელია იმისათვის, რომ კარგი მოსავალი მოვიდეს. როცა დედამიწაზე ამხელა მოსახლეობა ცხოვრობს, აუცილებელია მდიდარი მოსავალი, რომ საკვების კრიზისი არ მოხდეს.

მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, კანალიზაციის სისტემა მაშტაბურ ხასიათს არ ატარებდა. ძირითადად, ხალხს ქონდა მშრალი ტუალეტები. ისინი ფეკალიებს სპეციალური ნეშომპალიზაციის პროცესის შემდეგ სასუქად იყენებდნენ.

მეოცე საუკუნის 50იან წლებში, უკვე დედამიწის უდიდესი ნაწილი სარგებლობა კანალიზაციით, რაც ერთის მხრივ აბინძურებდა წყალს, მეორეს მხრივ – იკარგებოდა სასუქი. მეოცე საუკუნის დასაწყისში, უკვე დაწყებული იყო ალტერნატიული სასუქის ძიების პროცესი. სასუქად დაიწყეს გუანოს, ანუ გარეული ფრინველის ფეკალიების გამოყენება, რომლითაც მსოფლიო ძირითადად სამხრეთ ამერიკიდან მარაგდებოდა. თუმცა ეს მარაგი საკმარისი არ იყო, და დაახლ. 50 წლის ძიების შემდეგ მიაგნეს ფოსფატს.
ამის შემდეგ ფეკალურ ნიადაგზე დამზადებული სასუქის ჩანაცვლება მოხდა ფოსფატით, და დღეს მსოფლიოს განვითარებულ ნაწილს საკვების პრობლემა არ აქვს.

თუმცა, ფოსფატის მარაგი დედამიწაზე ნელ–ნელა იწურება. სულ რაღაც 2 ათწლეულის შემდეგ, ამერიკაში აღარ იქნება ფოსფატი; ჩინეთსა და ინდოეთშიც სწრაფი ტემპებით კლებულობს მარაგი. დედამიწის მოსახლეობა კი იზრდება. ამიტომ, სულ რამდენიმე ათწლეულში არის საშიშროება დაიწყოს საკვების კრიზისი.

ამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მასიურად აშენდეს მშრალი ტუალეტები. ასეთ ტუალეტებს მშენებლობის სპეციფიური თავისებურებები გააჩნია, რომლის დეტალები მგონი არაა საჭირო. სუნის პრობლემა სხვადასხვა მეთოდებით გვარდება დაწყებული სწორი ვენტილაციით, დამთავრებული სწორი იზოლაციით.
ასეთი ეკოლოგიური მშრალი ტუალეტები, როგორც წესი ორგანიზებას უკეთბს რომ შარდი და ფეკალური მასები ცალცალკე კონტეინერში დაგროვდეს. შარდი 90% საჭირო ნივთიერებებს შეიცავს (სასუქად), ფეკალური მასები – 10%ს. მათი ერთმანეთში აღრევის შემთხვევაში, ეს ნივთიერებები იკარგება. "ღმერთმა ტყუილად არ მიანიჭა ადამიანს ფეკალური მასების და შარდის გამოყოფისთვის სხვადასხვა მილები" – დაახლოებით ასე აგვიხსნა სემინარის ხელმძღვანელმა. ჩვენ კი, ადამიანები, ვურევთ შარდს და ფეკალურ მასებს, და ამით ჩვენ თავსვე ვავნებთ – რადგან სასუქის გარეშე ვრჩებით, რაც აუცილებელია კარგი მოსავლისთვის. ხოლო წყალთან შერევის შემთხვევაში, აზოტი, რომელსაც შარდი შეიცავს და ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, წყლის მოლეკულებთან ერთად ორთქლდება.

ანუ მშრალი ტუალეტების პროგრამა 2 კურდღელს ერთად იჭერს – ერთის მხრივ, წყალი არ ბინძურდება – წყურვილის პრობლემა არ შეგვექმნება, მეორეს მხრივ – ფოსფატს ანაცვლებს სასუქებში, – შიმშილის პრობლემა არ დაგვემუქრება.




თუ რამე კითხვა გაგიჩნდათ, შევეცდები გიპასუხოთ. თუ არ მეცოდინება პასუხი, დავუძახებ ეკოლოგს, რომელსაც აქვს საქართველოში აშენებული საცდელი მშრალი ტუალეტი და აქტიურადაა ჩართული ეკო სანიტარულ პროგრამებში :)

..