Saturday, April 12, 2008

დაეხმარეთ მათ


არავინ არ არის ისეთი საცოდავი, როგორც უპატრონო ცხოველი. ადამიანი, თუნდაც უპატრონო, ყოველთვის მოძებნის გზას რათა თავი გადაირჩინოს.
მას შეუძლია ითხოვოს, თუნდაც, დახმარება და მოწყალება, სხვა ადამიანებისგან. შეუძლია იმუშაოს და ასე იშოვოს სარჩო. ცხოველებს არც შრომა და არც მოწყალების თხოვნა შეუძლიათ. ისინი დამოკიდებულები არიან ადამიანების შეგნებასა და გულმოწყალებაზე. ნუ იქნები შეუგნებელი და ნუ გაწირავ მათ, რომლებიც ცდილობენ მუდამ დაგვეხმარონ, გაგვამხიარულონ და დაგვიცვან, სიცოცხლის ფასადაც კი. მათ ადამიანებისგან ბევრი არაფერი ჭირდებათ, ისინი ადამიანებისგან სითბოსა და საკვებს ითხოვენ მხოლოდ. ნუ დატოვებთ მათ მარტო და ნუ გაწირავთ მათ მუდმივი შიმშილის, ტკივილის, სიცივის, ტანჯვისა და სიკვდილისთვის. ისინი ადამიანთან ერთად შეიქმნდენ და ადამიანი ვალდებულია იზრუნოს მათზე. ნუ გგონიათ, რომ მათ გრძნობები არ აქვთ, ისინი ხშირად ტირიან, შეიძლება ეს ადამიანებმა ვერც დაინახონ ან არ დაინახონ, მაგრამ დამიჯერეთ ძალიან ცოტაა საჭირო მათი გულების გასახარებლად და მათთვის ცხოვრების შესაცვლელად. ნუ დაივიწყებთ მათ, რადგან მათ მუდამ ახსოვხართ თქვენ...

http://forum.ge/?f=72&showtopic=33839950



1 comment:

Jenny said...

კიდევ ერთი ფლაერის ვარიანტი! :))